დედაჩემი მზია გარდაიცვალა 2016 წელს. გარდაცვალებამდე, 2013 წელს, ჩვენ ერთად გავაშენეთ ახალი ვენახი, სადაც მან ვაზი საკუთარი ხელით დარგა. 2016 წლის ტრაგედიის შემდეგ, მე გადავწყვიტე ეს უნიკალური ღვინო დედაჩემის პატივსაცემად და მისი სახელის აღსანიშნავად გამეკეთებინა. ეს მშრალი წითელი ღვინო მზადდება სოფელ ბუგეულში, ხვანჭკარის მიკრო ზონაში, სოფელ ბუგეულში მოყვანილი მაღალი ხარისხის ალექსანდროულის, მუჯურეთულის, საფერავის და ძელშავის ჯიშების შერევით (სეპაჟით). მას ახასიათებს მუქი მეწამული შეფერილობა და აქვს კარგად განვითარებული შავი კენკროვანი ხილის არომატი ალუბლისა და ჟოლოს ნოტებით.
პროდუქტი არ არი მარაგში